უცხოეთი
აშშ-მ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოსცადა

   საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა გამოსცადა. ალასკაზე განთავსებულმა სისიტემამ ჰავაიდან გაშვებული საცდელი რაკეტა წარმატებით დაიჭირა. გამოცდის მიზანი ბალისტიკური რაკეტის თავიდან აცილება იყო.

ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკურ რაკეტებს სისტემატურად ცდის და იაპონიაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს ემუქრება.

ვაშინგტონი ფხენიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.