უცხოეთი
აშშ-ის დაზვერვა: ირანი ტერორიზმის დაფინანსებას აგრძელებს

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. "ირანი ტერორიზმის დაფინანსებას აგრძელებს და რეგიონში ჰეგემონიისკენ ისწრაფვის. ირანის გავლენა და ძალა რეგიონში იზრდება", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკლ პომპეო.

დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჰერბერტ მაკმასტერის შეფასებითაც, ირანი ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა პრობლემის სათავეა.

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ 2015 წლის ივლისში შედგა - ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.