უცხოეთი
ლავროვი ვაშინგტონს დიპლომატიური ქონების დაბრუნებისკენ მოუწოდებს

   საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ვაშინგტონს დიპლომატიური ქონების დაბრუნებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო სარკისებური ზომების მიღებით იმუქრება.

"იმედი გვაქვს, აშშ, როგორც საერთაშორისო კანონების პატივისმცემელი ქვეყანა, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. პასუხისმგებლობა საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის ბაზისია", - განაცხადა სერგეი ლავროვმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე.

დეკემბერში აშშ-მ რუსეთის 2 დიპლომატიური სტრუქტურის ქონების კონფისკაცია მოახდინა, მოგვიანებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით, რუსეთის 35 მოქალაქე გააძევა, იმ მოტივით, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ.