აქტუალური
კომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვის მიმართულებით აეროპორტში ფრენები ჩვეული განრიგით შესრულდება.
როგორც ცნობილია, გუშინ მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო შეჩერებული იყო საჰაერო მიმოსვლა.„აირზენა“ მოსკოვში რეისებს ორშაბათობით არ ასრულებს, შესაბამისად, ტერაქტის დროს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისი არ ხორციელდებოდა. უპრობლემოდ მიიღო „დომოდედოვოს“ აეროპორტმა 19 საათსა და 50 წუთზე გუშინ თბილისიდან ავიკომპანია „სიბირის“ რეისიც.