საზოგადოება
სურსათის სააგენტოს სუნელებზე დეტალური ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებენ

   საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" სურსათის ეროვნულ სააგენტოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს - აცხადებს, რომ სააგენტო მავნე სურსათზე მოსახლეობის ინფორმირებას საკმარისად არ უზრუნველყოფს.

"სუნელების საქმეზე სააგენტოს ქმედებები მომხმარებელთა დაცვისთვის არასაკმარისია. სუნელების მწარმოებლები და სხვა მონაცემები მითითებული არ არის, რაც მავნე პროდუქციის იდენტიფიკაციას შესაძლებელს გახდის. სააგენტო კანონის მოთხოვნას, მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროულ ინფორმირებას, არ ასრულებს", - წერია ცენტრის განცხადებაში. ცენტრი მოუწოდებს სააგენტოს, სუნელების შემოწმების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს.