საზოგადოება
ქუმსიშვილი: აქციზი თამბაქოზე გაიზრდება ამ წელსაც და შემდეგ წელსაც

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. “აქციზი თამბაქოზე გაიზრდება ამ წელსაც და შემდეგ წელსაც, ვიდრე კონკრეტულ ზღვრამდე არ მივალთ“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა. 

რაც შეეხება აქციზს, ჩვენ აქციზი გავზარდეთ თამბაქოზე და მე არ მგონია, რომ ყველა მწეველი იყოს ამ ქვეყანაში. თამბაქოსთან მიმართებაში ჩვენ გვქონდა ვალდებულება დაახლოების ევროპასთან და აქციზი თამბაქოზე გაიზრდება ამ წელსაც და შემდეგ წელსაც, ვიდრე კონკრეტულ ზღვრამდე არ მივალთ. რაც შეეხება ავტომობილებს, 300 მილიონამდე იყო ასული ავტომობილების იმპორტი, მაშინ, როცა ჩვენ 180 მილიონზე ავდიოდით. ამოცანა არ არის, რომ ბევრი ავტომობილი შემოდიოდეს ჩვენს ქვეყანაში. ამოცანა არის, რომ გაიზარდოს ეკონომიკა და თუ შემაკავებელი ფაქტორიც გაჩნდება და სწორად დაიბეგრება ავტომობილები - სწორია. თუ პურს ვბეგრავდით 18%–ით, ავტომობილებში 4 % გამოდიოდა. აქაც მნიშვნელოვანი დაახლოებაც კი არ მომხდარა იმასთან, რაც უნდა მიგვეღო. ასევე ჰიბრიდებზეც, ელექტრომობილებზეც გადაწყვეტილება იქნა კონკრეტული მიღებული, არ გაზრდილა გადასახადი. რაც შეეხება საწვავს, დიახ, საწვავზეც გავზარდეთ აქციზური გადასახადი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ საბოლოო პროდუქციაზე მაინც არ აისახება იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ამას უკან დაეხია ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.