სამართალი
საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონულ წარმომადგენელს იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლსა და დაცვის ღონისძიებებზე, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები.