სამართალი
პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვეს

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს  17 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის სამინისტროს მედლებით დააჯილდოვეს, ხოლო 2-ს მადლობის სიგელები გადასცეს. პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს.

 „ეს ადამიანები მარტო დღევანდელი დღის გმირები არ არიან. ისინი ჩვენი დროის და ჩვენი ქვეყნის გმირები არიან და მე ამას ძალზე ხშირად აღვნიშნავ. ამ 
გმირობას მათი ყოველდღიური საქმიანობა ამტკიცებს, როცა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად მზად არიან, სხვა ადამიანების გადასარჩენად 
თავი გაწირონ. ჩემთვის დიდი პატივია და პასუხისმგებლობა, ვიყო მათი ხელმძღვანელი. თუმცა, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ მათი 
შვილების, მეუღლეების, ოჯახების წინაშე, რადგან ამ ადამიანებს  სამყაროს ყველაზე ვერაგი გამოწვევების წინაშე, სტიქიასთან, ხანძართან, 
წყალდიდობასთან, მძიმე განსაცდელთან უწევთ პირისპირ დგომა, ბრძოლა და გამარჯვება”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.