პოლიტიკა
კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 70% საზღვარგარეთ არ დადის

    საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1,200-მდე რესონდენტმა, აჩვენა, თუ რომელ ქვეყნებში იმოგზაიურა გამოკითხულთა ნაწილმა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ოფიციალური თუ ტურისტული მიზნებით.  
რეგიონსა და რუსეთში ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რომელ ქვეყნებში იმოგზაურეს რესპონდენტებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნებით. კვლევის შედეგებს On.ge ავრცელებს.

გამოკითხულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ნაკლებად სტუმრობდნენ სხვა ქვეყნებს. რესპონდენტთა დიდი ნაწილი - 69% საზღვარგარეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნებით არ ყოფილა. ქართველ ვიზიტორთა უმრავლესობა (13%) თურქეთს სტუმრობდა, სხვა ევროპულ ქვეყნებს კი - მხოლოდ 4%.

სომხეთის შედეგებით, გამოკითხულთა 55%-ს არ დაუტოვებია ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით, ხოლო იმ რესპონდენტთა უმრავლესობამ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ვიზიტი რუსეთში (32%) და საქართველოში (16%) განახორციელეს.

აზერბაიჯანის შედეგებით, გამოვლინდა არაერთი ქვეყანა, რომელსაც აზერბაიჯანელები პირადი, ოფიციალური თუ ტურისტული მიზნით სტუმრობდნენ. მათ შორისაა: რუსეთი (16%), თურქეთი (15%), საქართველო (12%), არაბულ-ისლამური ქვეყნები (8%) და უკრაინა (4%). აზერბაიჯანელების 56%-ს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ დაუტოვებია ქვეყანა პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით.

რუსეთის მოქალაქეების 99%-მა - უკრაინა, 7%-მა - თურქეთი, 6%-მა კი ბელარუსი მოინახულა. გამოკითხულთა 57% არ სტუმრობდა არცერთ ქვეყანას.

საინტერესოა საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეების ვიზიტის საკითხიც. როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყნებიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში პირადი, ოფიციალური ან ტურისტული მიზნით საქართველოს ყველაზე მეტად სომხეთის მოქალაქეები სტუმრობდნენ.