რელიგია
საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. ა.წ. 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის საგანგებო დავალებათა ელჩები. საუბარი შეეხო საქართველოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ითქვა იმ გზებზე, რაც ამ პრობლემის მოგვარების საშუალებად შეიძლება იქცეს.
ელჩებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი და ხაზი გაუსვეს ეკლესიის ავტორიტეტსა და მნიშვნელობას საზოგადოებისათვის.