საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. სომხოლოგი ივა შილაკაძე საქართველოში სომხეთის ელჩად სერგეი მინასიანის შესაძლო დანიშვნას ოფიციალური ერევანის პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ერევანი მინასიანის დანიშვნით სამცხე-ჯავახეთში სომხური სეპარატიზმის გააქტიურებას ცდილობს. კერძოდ, სააგენტოს ცნობით, 2005 წელს სერგეი მინასიანი იყო იმ ჯავახ სეპარატისტთა შორის, რომლებიც ჯავახეთის საკითხის მოსაგვარებლად რუსეთის სამხედრო ჩარევას ითხოვდნენ.
აზერბაიჯანული მედიასაშუალება მინასიანის წინაშე მდგარ დავალებად საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის მიერ სატრანზიტო ბლოკადის გარღვევას ასახელებს. კერძოდ, ლაპარაკია სატრანზიტო გზის გახსნაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი საქართველოში თავის ელჩად სერგეი მინასიანს ნიშნავს.