საზოგადოება
შალვა ნათელაშვილს მიხეილ სააკაშვილთან ერთადერთი შეკითხვა აქვს

shaliko"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთადერთი შეკითხვა აქვს, თუ როდის დატოვებს იგი თანამდებობას. ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გააკეთა. ამასთან, მან საქართველოს პრეზიდენტთან ტელედებატებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. "ჩვენი სამშობლოს მტერი საქართველოს ტელევიზიებიდან მორიგ ფარსს აწყობს. ჩვენ და საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, როდის გადადგება თანამდებობიდან პრეზიდენტი. ის მართლა ვერ გრძნობს, რომ თავის დანაშაულებებით ჩაიბარა ეს ქვეყანა. მოსახლეობის უმრავლესობას ერთი საკითხი აღელვებს, როდის წავა იგი თავისი პოზიციიდან. მე ამ შეკითხვებს თქვენი მეშვეობით ვუგზავნი სააკაშვილს და ვეცდები, ეს შეკითხვა პირდაპირ ეთერშიც დავსვა, თუ ამის საშუალება მომეცემა’’.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობის კითხვებს დღეს პირდაპირ ეთერში უპასუხებს.