უცხოეთი
“შიში ვერ გაამართლებს ჩემს მონაწილეობას ამ სულელურ და აბსოლუტურად არამოტივირებულ დანაშაულში“ - პუტინზე თავმდამსხმელი მოითხოვს შეწყალებას

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ვლადიმირ პუტინზე თავდასხმის მომზადების გამო რუსეთში 2013 წელს გასამართლებულმა ყაზახეთის მოქალაქემ ილია პიანზინმა რუსეთის პრეზიდენტს შეწყალება სთხოვა. 
გამოძიების მონაცემებით, ჩეჩნეთის მკვიდრებმა ოსმაევმა და რუსლან მადაევმა, ასევე ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინმა ოდესის ერთ-ერთ ბინაში კონსპირაციული ბაზა შექმნეს. ექსტრემისტული ჯგუფი 2012 წლის იანვარ-თებერვალში მას შემდეგ გამოავლინეს და გააუვნებლეს, რაც ბინაში შემთხვევით ამოქმედდა თვითნაკეთი ბომბი.

მადაევი დაიღუპა, ხოლო პიანზინმა უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ის და მისი თანამზრახველები მაშინ რუსეთის პრემიერ ვლადიმირ პუტინზე და ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვზე თავდასხმას გეგმავდნენ.

გამოცემის ცნობით, სამარის ოლქის გუბერნატორთან არსებულ კომისიაში შეწყალების საკითხებზე დოკუმენტები ამ დღეებში შევიდა და ამჟამად განიხილება.

პიანზინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენება არ სურდა და შეთქმულების მონაწილე შემთხვევით გახდა, ის მეგობრების ზეგავლენის ქვეშ მოექცა.