საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის იმ შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელიც დიალოგის დაწყებას ეხებოდა. მისი თქმით, ასეთ დროს პრეზიდენტის პოზიტიური როლის გამოკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობდა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო 4 თვის განმავლობაში კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. კონსულტაციები და კონსენსუსი უნდა შედგეს პოლიტიკურ პარტიებს შორის. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ასეთი კონსულტაციებისთვის და, შესაბამისად, ამ ფორმატში შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აცხადებს კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმა პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ეს არაერთი ფაქტით დამტკიცდა.