საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ქართველი პარლამენტარები მოსკოვში რუსეთის დეპუტატებთან მოლაპარაკებების გასამართად 25 წლის მანძილზე პირველად გაემგზავრნენ. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარლამენტის დეპუტატებმა ეს ვიზიტი დამოუკიდებლად დაგეგმეს. მოსკოვში მხარეები მეგობრობის არაფორმალური საპარლამენტო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განხილვით იქნება დაკავებული.
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებებს მომავალში სხვა ქართველი დეპუტატებიც შეუერთდებიან.
„სამწუხაროდ, აქ ჩვენ საქართველოს პარლამენტის ძალიან მცირე ნაწილს წარმოვადგენთ. პოპულარული ნაბიჯები ყოველთვის სწორი არ არის, და სწორედ ამიტომ ასეთი ნაბიჯი გადავდგით, 25 წლის განმავლობაში პირველად მოსკოვში ჩამოვედით. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია — ორმხრივი ურთიერთობების გამოცოცხლება“, — განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარემ.
„ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, და ის იყო კონსტრუქციული, არის მინიმალური, მაგრამ რეალური შედეგები“, — განაგრძო ლომიამ. დსთ-ის საქმეებში კომიტეტის თავმჯდომარემ კალაშნიკოვმა თავის მხრივ აღნიშნა დუმაში ქართველ დეპუტატთა ვიზიტთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან გაკეთებული მწვავე კომენტარი. ამის პასუხად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ ვიზიტს „პოლიტიკურად არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი“ უწოდა. „საქართველოს პარლამენტში უმცირესობაში ვართ, თუმცა ქვეყნის მოსახლეობა სერიოზულად გვიჭერს მხარს. მრავალი წლის განმავლობაში ქართველი ხალხი, საზოგადოება, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს“, — აღნიშნა ჩხეიძემ.
მიღებული გადაწყვეტილებები და წინადადებები რუსმა და ქართველმა პარლამენტარებმა მიმოიხილეს თემების ფართო სპექტრი, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხები. მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, კალაშნიკოვმა დააზუსტა, რომ საქართველოს პარლამენტი ერთობლივი მუშაობისთვის ჯერჯერობით „მთლიანად მზად არ არის“.
„რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები 1990 წელს გაიყინა, და მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი სიტუაციის შეცვლას შესძლებდა“, — აღნიშნა მან.
ლომიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს ჯგუფი საქართველოს პარლამენტმა აღიაროს. „არ არის აუცილებელი ყველაფერი და ერთად მივიღოთ. იყოს მცირე, მაგრამ შესამჩნევი დათბობა. ეს საკმარისი იქნება“.
გარდა ამისა, ლომია გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს შეხვედრები „რუსეთი-ნატო-საქართველოს სამკუთხედის“ ფარგლებში. კალაშნიკოვმა ასეთი მოლაპარაკებების იდეას მხარი დაუჭირა.
„რუსეთს აშფოთებს წვრთნები, რომელსაც ნატო დღეს საქართველოსთან ერთად ატარებს. ეს წვრთნები უფრო ინტენსიურია, ვიდრე სააკაშვილის დროს…“, — ხაზგასმით აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
პარლამენტარები ასევე სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოდიან. ნატო ჩხეიძის თქმით, ეს მტკივნეული პრობლემაა, რომლის გადასაწყვეტად დეპუტატების მოქმედებაა საჭირო. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.
ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჟენევის დისკუსიებისა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.