აქტუალური
“პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში ვიზიტი არის წინასაარჩევნო ნიშის მოზომვა - გია ვოლსკი

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ქართველი დეპუტატები კოლეგების გადაწყვეტილებას, მოსკოვში შეხვდნენ რუს დეპუტატებს, არასწორ ნაბიჯად მიიჩნევენ. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ვიზიტით წინასაარჩევნოდ გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავება ხდება. საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილებას უშუალოდ "პატრიოტთა ალიანსს" უკავშირებს და აცხადებს, რომ რუსეთში ვიზიტის ხარჯები თავად პარტიამ გასწია და ის საპარლამენტო მივლინებად არ ითვლება.

ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო ნიშის გარკვეული მოზომვა ხდება. ამ შემთხვევაშიც არის უმართებულო ის ნაბიჯები, რასაც აკეთებს “პატრიოტთა ალიანსი”, ვინაიდან სახელმწიფო სტრატეგია სწორედ ის არის, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ და რომელსაც გამოზომილი და კონსტრუქციული ჰქვია, მათ შორის რუსეთთან მოლაპარაკების თვალსაზრისით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.