პოლიტიკა
“საქართველოსა და რუსეთის პარლამენტარებს საზღვრებზე ლაპარაკის უფლებამოსილება არა აქვთ” - ლეონიდ კალაშნიკოვი

    საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგს საპარლამენტო დონეზე. “საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების ერთი არხი არსებობს - აბაშიძე-კარასინის შეხვედრები. ეს არასწორად მიმაჩნია. ჩვენი მხრიდან დავსვამთ ჰუმანიტარული, კულტურული და რელიგიური თანამშრომლობის საკითხებს, ვილაპარაკებთ ვიზების პრობლემებზე და ქვეყნებს შორის გადაადგილების გამარტივებაზე”, - განაცხადა კალაშნიკოვმა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ჩასულ წევრებთან შეხვედრამდე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე მწვავე პოლიტიკურ თემებს გვერდს აუვლის.

“რაც შეეხება ისეთ პრობლემებს, როგორიცაა, მაგალითად, საზღვრების საკითხი, არა მგონია, რომ ამ თემას სერიოზულად შევეხოთ, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. სახელმწიფოებმა, რომლებსაც დღეს აფხაზეთი და ოსეთი ჰქვიათ, თავიანთი სტატუსი განსაზღვრეს. საქართველოსა და რუსეთის პარლამენტარებს ამ საკითხებზე ლაპარაკის უფლებამოსილება არა აქვთ”, - განაცხადა კალაშნიკოვმა.