უცხოეთი
მაკკეინი: უოშინგტონი ავღანეთთან ომში მარცხდება

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ს არ გააჩნია ავღანეთში ვითარების ნორმალიზების სტრატეგია, რის გამოც 15 წლის წინ დაწყებულ ომში მარცხდება.
ეს მოსაზრება აშშ-ის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ მაკკეინმა კონგრესის მსვლელობისას წარმოთქვა.  
მისი მეთაურობით ამერიკელი სენატროების ორპარტიული დელეგაცია ავღანეთს, პაკისტანსა და UAE-ს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელმა დეპუტატებმა კაბულის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები აწარმოეს. ასევე შეხვდნენ აშშ-ის გენერალ ჯონ ნიკოლსონს, დისლოცირებულს ავღანეთში. „ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია და ჩვენ ვმარცხდებით“, - განაცხადა მაკკეინმა.
ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ ავღანეთის ნაციონალური არმია „მძიმე დანაკარგებს“ განიცდის. „ჩვენ მოგვიწევს ახაი სტრატეგიის მოფიქრება“ - დარწმუნებულია კომიტეტის მეთაური.