სამართალი
ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული ზარალი და დაშავებული პირები

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ფოთის ბაზარში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცხრა სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის შედეგად 2000 კვ-მ ფართობის ტერიტორია დაიწვა.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ორი დაშავებული საავადმყოფოში ჰიპერტონული კრიზით გადაიყვანეს.
ხოლო, ერთმა მოვაჭრე ქალმა, რომლის ქონება, მასმედიის ცნობით, დაზღვეული არ იყო, ვენები გადაიჭრა.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად ბაზრის ტერიტორიაზე დაიწვა 150-დან დაახლოებით 70 მაღაზია. მეხანძრეებმა ცეცხლის დაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
“იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის“, — განაცხადა მერიის თანამშრომელმა.