საზოგადოება
სპეცწარმომადგენელი აბაშიძე: ე.წ. საზღვრის გადმოწევის მიზანია აიძულოს საქართველო დაიწყოს საუბარი დემარკაციის საკითხზე

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. "იმას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, აქვს ერთ-ერთი ასეთი მიზანი - აიძულოს ქართული მხარე, დაიწყოს საუბარი სამხრეთ ოსეთის ე.. ხელისუფლებასთან ე.. საზღვრის დემარკაციაზე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. არ არის გამორიცხულიეს პროცესი გაგრძელდეს.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებითსაერთაშორისო საზოგადოების, დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევის 80 პროცენტი ყოველდღიურად ამ უმძიმესი პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული", - განაცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე.