საზოგადოება
„ბათუმში პოლიცია ქართულ ცეკვას კრძალავს და მხოლოდ თურქული და ირანული მუსიკა ისმის!“ (ვიდეო)

   საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ინტერნეტმომხმარებელი ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

მივმართავ ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას! ნახეთ რა ხდება ბათუმის ბულვარში, სადაც დაცვის პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს. მიზეზს არ ხსნიან, იმიტომ რომ ასე უნდათ. სინამდვილეში მთელ ბათუმში ისმის თურქული და ირანული მუსიკები!

თურმე თურქეთის საელჩოს არ მოსწონს და ხელს უშლის ქართული მუსიკა და ცეკვა, რომელიც იქვეა 30 მეტრში. დაფიქსირდა, ხელი შეუშალეს საელჩოს ქართული დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა, ისე რომ მათ პატრულიც არ გამოიძახეს! (ვიდეო იხ.აქ)

გთხოვთ, გააზიაროთ ყველამ, რათა გავრცელდეს თურქულ-ქართული სპეცსამსახურების კოჰაბიტაციის მონახაზი!!!