აქტუალური
საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე 11 ივლისს რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდებიან.
"არაფერია დასამალი იმაში, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყების ინიციატორები ვართ. გვახსოვს პიარაქციები სააკაშვილის დროს. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ქვეყნის გამთლიანებას და არა - ჩვენი პოლიტიკური ინიციატივა, რომ პრობლემები რეალურად გადაწყდეს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალვე გაერთიანდება საქართველო და ხვალვე დაგვიბრუნდება სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ საუბრის და დიალოგის დაწყებას ალტერნატივა არ აქვს", - აცხადებს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი.