პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა

    საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტთან კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობაზე უარი მმართველმა გუნდმა თქვა. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ კონსულტაციების ხელახლა დაწყება ამ ეტაპზე არის უადგილო, ვინაიდან კონსტიტუციის ახალი პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია და მასში ცვლილებები ვეღარ შევა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ არის განწყობილი კონსტრუქციულად იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ. საკონსტიტუციო ცვლილებების წერის პროცესში იყო შექმნილი კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება, ჩართულიყო, მათ შორის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი არის ორი მოსმენით დასრულებული. ჩვენ მზად ვართ, კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის საკითხები, რომლებიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებაში“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი