საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის პროკურორს მატროსოვის ციხეში კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ცემაში ადანაშაულებენ.
ირაკლი ფირცხალავაზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ცოტა ხნის წინ მის ოჯახს ამავე საპატიმროში მყოფმა ასევე ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი ცააძემ აცნობა. ცააძემ ციხიდან დარეკა და თქვა, რომ ფირცხალავას საკნიდან ყვირილის ხმა ესმოდა. ის, რომ მატროსოვის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა სწორედ ირაკლი ფირცხალავასთვის გამოიძახეს, "კურიერს" სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაუდასტურა.
ამ სკანდალურ ინციდენტს წინ უძღოდა სკანდალური სატელეფონო ზარი. აუდიოჩანაწერში, რომელიც "კურიერს" ფირცხალავას მეუღლემ მიაწოდა, პოლიციის მაღალჩინოსანი დახმარებას ითხოვს და ამბობს, რომ მას პროკურორები ემუქრებიან.
ფირცხალავა მაგისტრ მოსამართლეს უნდა დაეკითხა, თუმცა, პროკურორის ინფორმაციით, ფირცხალავამ ჩვენებაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაცხადა.
პროკურატურასთან ერთად ირაკლი ფირცხალავამ დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების მოთხოვნით ჩვენება სასამართლო პროცესზეც უნდა მისცეს, თუმცა დაკითხვამდე მან დეკანოზის ადვოკატებთან შეხვედრა მოითხოვა.