აქტუალური
იან კელი: ექსტრადიციისთვის აუცილებელია, არსებობდეს მტკიცე სამხილები

   საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. „უნდა არსებობდეს ზედმიწევნით შესაბამისობა ექსტრადიციის მოთხოვნებთან“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხს.

იან კელის განცხადებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ფლობს.

დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. ადვოკატებისთვის გადაცემულ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული მხარე თურქეთში ჩაბუქის უფლებების დარღვევის საფრთხეს ვერ ხედავს.