გრძელვადიანი პაემნებით პატიმრები ორი წლით ადრე ისარგებლებენ
გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით, პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროეტი ძალაში 2014 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ორი წლით ადრე ამოქმედდება. კანონპროექტის მიხედვით, გრძელვადიანი პაემნები ზრდასრულ პატიმრებსაც შეეხება, მათ შორის – სამუდამო პატიმრობა მისჯილებსაც.
პაემნების ოთახში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს ორი დღით შეეძლებათ დარჩენა. პაემნის უფლების მისაღებად რეკომენდაცია იმ პატიმრებს გაეწევათ, რომლებიც შიდაგანაწესს არ არღვევენ და ციხის ადმინისტრაციისგან დადებითად ხასიათდებიან. შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი პაემნების უფლება ადრე მხოლოდ არასრულწლოვნებს ჰქონდათ.