საზოგადოება
გამოცემა 96: მშენებლობა - 2017 წლის I კვარტალი

    საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • მშენებლობის სექტორის გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაზრდილია 13%-ით;
  • მშენებლობის სექტორის ბრუნვა 16%-ით არის გაზრდილი;
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში გაზრდილია 188%-ით (36.4 მილიონი დოლარი);
  • მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 2.8%-ით (1.6 ათასი ადამიანი) არის გაზრდილი.