უცხოეთი
ტრამპმა რუსეთის ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში მადესტაბილიზირებელი უწოდა

    საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა, პოლონეთში საკუთარი ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ ევროპაში დესტაბილიზაციის მომტანია.
მაშინ, როდესაც პოლონეთი იმედოვნებს აშშ-ის მხარდაჭერას „რუსული საფრთხისგან“, ევროპელები შიშობენ, რომ ტრამპის პოლიტიკა გამოიწვევს ერთიანი ევროპის დაყოფას.

პრეზიდენტმა ტრამპმა, პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდოისთან ვარშავაში შეხვედრისას განაცხადა, რომ “პოლონეთისა და NATO-ს ალიანსი კრიტიკულ ხასიათს ატარებს, კონფლიქტებისა და ომის შეკავების კუთხით“, „ამერიკა მხარს უჭერს საყოველთაო მშვიდობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა ტრამპმა.

„ჩვენ არ ვეთანხმებით ამგვარ მიდგომას“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
დუდოისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპი სიტყვით გამოვიდა ვარშავაში.
ამერიკის პრეზიდენტის გეგმებში შედის ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა.
შესაძლოა, ტრამპი პოლონეთში ვიზიტის დროს ასევე ეცადა აშშ-ის ინტეგრაციასა და პოზიციის გამაგრებას ქვეყანაში.