უცხოეთი
ევროკმიტეტის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი სამარცხვინო და დასაცინია!

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. პლენარულ სესიაზე გამოსულმა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროდეპუტატები მკაცრად და უპრეცედენტოდ გააკრიტიკა. ევროკავშირის, მალტის ნახევარწლიანი სხდომების შედეგად, 30-კაციან ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა ჟან-კლოდ იუნკერმა კანონმდებლები პატარა ქვეყნებთან მიმართებაში უპატივცემულობაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ „პარლამენტი სამარცხვინოა“. რის შემდეგაც მან ევროპარლამენტის სპიკერს, ანტონიო ტაიანს ბოდიში მოუხადა, ვინც, თავის მხრივ, დაჟინებით, მაგრამ ამაოდ ცდილობდა შეწინააღმდეგებოდა მას.

"ბატონო თავმჯდომარე, ბატონო პრემიერო, ევროპის პარლამენტი სამარცხვინოა. ძალიან სამარცხვინოა. მე მივესალმები მათ, ვინც ღირსად ჩათვალა ამ დარბაზში გამოჩენა, თუმცა ის ფაქტი, რომ არსებულ დებატებს ესწრება 3 ათეული დეპუტატი (750-დან), საკმარისად მეტყველებს იმაზე, რომ პარლამენტი არასერიოზულია“ , - ციტირებს ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვებს გაომცემლობა Politico. 

საქმის განხილვა დასრულდა 1 ივლისს ევროკავშირის მალტის ევრო სამიტზე, სადაც ასევე განიხილებოდა დევნილების გადანაწილება იტალიიდან და საბერძნეთიდან.