საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. თბილისში აშშ-ის საელჩოდან 2010-2014 წლების პერიოდში დაახლებით 159 700 აშშ დოლარი გაუჩინარდა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის ანგარიშში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისი თანხის დაკარგვით 2015 წელს, საელჩოს თანამშრომლების ასოციაციის (TEA) მიმართვის შემდეგ დაინტერესდა, რომელმაც საელჩოში არსებულ ნაღდ ფულსა და ბუღალტრულ სისტემას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა აღმოაჩინა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ივლისის ბოლოს ეწვევა.
გამოძიების მონაცემებით, თნხა TEA-ს ანგარიშიდან თანდათანობით ქრებოდა — 2010 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში. TEA საელჩოს ტერიტორიაზე პერსონალის მომსახურებით არის დაკავებული (კაფეტერია, ქიმწმენდა, სალონი, ავტოსამრეცხაო და სხვ.).
ანგარიშის თანახმად, 2010 წელს 8 700 აშშ დოლარი დაიკარგა, 2011 წელს — 38 900 აშშ დოლარი, 2012 წელს — 46 100 აშშ დოლარი, 2013 წელს — 44 200 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს — 21 800 აშშ დოლარი.
თანხის გაუჩინარების საქმის შესწავლისას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისმა აღმოაჩინა, რომ საბუღალტრო პროგრამა COST საკმარისად დაცული არ იყო. დანაშაული TEA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ჩაიდინა, რომლისთვისაც ორგანიზაციის ფულადი თანხები ხელმისაწვდომი იყო. მას ასევე შეეძლო სხვადასხვა ფულადი ტრანზაქციების განხორციელება, პროგრამაში კორექტივების შეტანა, თანხის გამოტანა და ისეთი ოპერაციების შესრულება, რომლებიც დოკუმენტში გატარებული არ იყო.
ბოროტმოქმედი გამოვლენილი არ არის, რადგან საბუღალტრო სისტემიდან მან ყველა მონაცემები წაშალა.