პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გ. კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზ. აბაშიძის შეხვედრა

   საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადება: "დღეს პრაღაში აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაში ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კონსულტაციებისას გაგრძელდება ვაჭრობის, ტრანსპორტის სფეროში ქართულ-რუსული კავშირების, ჰუმანიტარული კონტაქტების ნორმალიზებისა და განვითარების პრაქტიკული საკითხების განხილვა. მხარეები იმსჯელებენ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის აქტუალურ თემაზე. ამ მიმართულებით მხარეებმა, შვეიცარიის ხელშეწყობით, უკვე დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარეს. არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ შეთანხმების პრაქტიკულად განხორციელებისათივს აუცილებელ კონტრაქტებს მალე მოეწეროს ხელი.

იმედია, თბილისი მიაწოდებს რუსეთის მხარის მიერ დიდი ხნის წინ მოთხოვნილ განმარტებებს საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით.

თბილისიდან მორიგჯერ გაისმა მტკიცება, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე თავის სასაზღვრო ნიშნებს ვითომდა ქართული ტერიტორიის სიღრმეში აყენებს.

რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მოწინააღმდეგეები პრაღაში შეხვედრის კონსტრუქციულად ჩატარებას ხელს ვერ შეუშლიან."