საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეიტსის განცხადებით, აფრიკის დემოგრაფიული აფეთქება ევროპას წალეკავს, თუ ევროპა მის ტერიტორიაზე შეღწევას არ გაართულებს.
ამერიკელმა მილიარდერმა საკუთარი მოსაზრება აფრიკიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტების ნაკადის მწვავე ზრდის ფონზე გამოთქვა. გერმანული გამოცემა ველტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აფიკის მოსახლეობის მასიური ზრდა ევროპაზე უზარმაზარ საიმიგრაციო დაწოლას გამოიწვევს და ამ საფრთხის შეკავების ერთად-ერთი გზა იმიგრაციის წყარო ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დახმარებაა, რამაც ამ ქვეყნებიდან მოსახლეობის გადინების მასშტაბები უნდა შეამციროს.
გეიტსმა ასევე მიგრანტებთან დაკავშირებით გერმანიის დამოკიდებულების დილემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ერთის მხრივ, გერმანიის გადაწყვეტილება მიგრანტების მიღების თაობაზე კეთილშობილურია, მაგრამ ეს “კეთილშობილება” სულ უფრო მეტ აფრიკელს უბიძგებს, ევროპისკენ წავიდნენ.
აქედან გამომდინარე გეიტსი ასკვნის, რომ ევროპამ აფრიკელებს უნდა გაურთულოს არსებული მარშრუტებით ევროპამდე ჩაღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრიკული მიგრაცია ევროპას წალეკავს