საზოგადოება
როგორ ჩაიარა ქართული კულტურის ფესტივალმა მოსკოვში

   საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ქართული კულტურის ფესტივალი დიზაინ-ქარხანა Flacon-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. რამდენიმე დღით მთელი მისი ტერიტორია პატარა საქართველოდ გადაიქცა ეროვნული ცეკვებით, ახალგამომცხვარი ხაჭაპურით და, რა თქმა უნდა, ქართული ღვინოების დეგუსტაციით. შენობის სხვადასხვა სართულზე მოწყობილი იყო საგანგებო საინფორმაციო დარბაზები, სადაც დამთვალიერებლებს დღევანდელი საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდიდნენ.