საზოგადოება
ივნისში აბაშის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 150 ბენეფიციარზე 39 901 ლარი გასცა

   საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ივნისში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 150 ბენეფიციარზე 39 901 ლარის დახმარება გასცა - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით, 51 ბენეფიციარზე 27 701 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით 7 ბენეფიციარზე - 1050 ლარი გაიცა.

დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. 72 მრავალშვილიან ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) გაიცა 7200 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 2 ოჯახზე - 900 ლარი; 5 ბენეფიციარზე 750 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით - 1 ოჯახზე 250 ლარი.

ასევე გაიცა მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამით - 28 ოჯახზე 4250 ლარი.

დახმარებები გაიცა შშმ პირებზე სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით - 6 ბენეფიციარზე 1200 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით - 2 ოჯახზე 400 ლარი.