აქტუალური
ჯუმბერ კირვალიძის „ქართველთა მარში“

    საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი.

რუსებმა სამხედრო ძალით მიითვისეს საქართველოს მიწა-წყლის 20%! არაბები, თურქები, ირანელები, ინდუსები, ჩინელები და სხვა უცხოტომელები, ფულით ყიდულობენ დარნარჩენ 80%-ს! პირველ შემთხვევაში, თუ ჯერჯერობით უძლურნი ვართ და ვერ ვიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, მეორე შემთხვევაში, ხომ მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, რომ შევინარჩუნოთ და არ გავასხვისოთ სამშობლო???!!!

საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი კანონები, მოქალაქეობის და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით! აღკვეთოს ყოველგვარი კანონდამრღვევი ფაქტი, რომელიც შეეხება ქართველების, საქართველოს ყველა მოქალაქის შევიწროებას და დამცირებას უცხოელების მხრიდან. სწორედ ამიტომ დაიგეგმა „ქართველთა მარში“, რომ ხელისუფლებამ გამოიღვიძოს და იხელისუფლოს საქართველოს ეროვნული და მოქალაქეობრივი ინტერესების დასაცავად!

14 ივლისს, 20 საათზე გელოდებით ჩემი მშობლიური სკოლის წინ, აღმაშენებლის გამზირზე და ჩემს მეგობრებთან ერთად „ქართველთა მარშის“ პირველ რიგში ვიქნები.

ჯუმბერ კირვალიძე,

 პოლიტოლოგი