რედაქტორისგან
“რუსეთს შეუძლია, საქართველოს ისეთი რამ შესთავაზოს, რაზეც ის უარს ვერ იტყვის” - საქინფორმი

   - პატივცემულო რედაქცია! რამდენ ხანს შეიძლება, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ ძველი მართლმადიდებელი მეზობლები - საქართველო და რუსეთი, სადაც მილიონიანი ქართული დიასპორა ცხოვრობს? თბილისი ნატოზე უარს არ იტყვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მოსკოვი თავის აღიარებას უკან არ წაიღებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთით ნატოს მორის გაფართოებას. არსებობს თუ არა ჩიხიდან გამოსავალი?

მკითხველის შეკითხვაზე პასუხობს “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი:

“ჩიხიდან გამოსავალი არ არის, თორემ მას ჩიხი არ ერქმეოდა. ჩიხიდან შეიძლება უკანსვლით გამოღწევა, პოლიტიკის ენაზე - კომპრომისით, და ვვარაუდობ, რომ დინამიური გლობალური ცვლილებები მსოფლიოში აუცილებლად აისახება სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონზე, რის შედეგადაც საქართველოს პირველს მოუწევს რევერსის ჩართვა, თანაც - გაცილებით ნაკლებ ხელსაყრელი პირობებით, ვიდრე დღეს კიდე შეიძლება მიაღწიოს.

თავად განსაჯეთ:

- აშშ-ში სპრეზიდენტო არჩევნები დიდი ხანია, დამთავრდა, მაგრამ ისტორიის მანძილზე პირველად ტრამპის წინააღმდეგ პროტესტის კამპანია გრძელდება, ამერიკის ხელისუფლება ორად არის გაყოფილი;

- ევროპელები თავიანთ ქვეყნებში დევნილებად იქცნენ - გერმანელებს და ფრანგებს უკვე საკუთარი სახლებიდან ყრიან დევნილები სირიიდან და ემიგრანტები აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროპელ ქალებს პირდაპირ ქუჩაში, დღისით-მზისით აუპატიურებენ და ხოცავენ; იგივე ელის საქართველოს, რომელიც უკვე იღჩობა არაბი, ინდოელი, ჩინელი და აფრიკელი მიგრანტებისაგან;

- არ წყდება ტერაქტები საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში;

- არ წყდება ომი სირიაში, რომელიც შესაძლოა მისი გაყოფით დამთავრდეს;

- არ წყდება ომი ნაწილებად დაშლილ უკრაინაში;

- ომი ყარაბაღში ყოველ წუთს შეიძლება გაჩაღდეს, თურქეთი და საქართველო უნებლიედ აზერბაიჯანულ-სომხურ კონფლიქტში იქნებიან ჩათრეული, რომელიც, შესაძლოა, ახალ კავკასიურ ომში, ესე იგი, კავკასიისთვის ახალ ბრძოლაში გადაიზარდოს, ამჟამად -  რუსეთისა და ნატოს შორის.

მკვეთრად შეცვლილ სიტუაციაში საქართველო იძულებული იქნება, მოვლენათა ფარვატერში „იცურაოს“ და სცადოს „არ დაიხჩოს“, ამიტომ რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციის პირობების წამოსაყენებლად აღარ ეცლება. საქართველოზე გამავალი სტრატეგიული სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების, ნავთობ- და გაზსადენების გახნისა და უსაფრთხოების საკითხები სამხედრო - სტრატეგიულ საკითხებად გადაიქცევა და მსხვილი მოთამაშეების კომპეტენციაში გადავა- რუსეთისა და თურქეთის, რომელთა შორის ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, და, რა თქმა უნდა, ამერიკაც თავის პრეტენზიებს წარუდგენს.

აი მაშინ, იმისათვის, რომ თავის სამხრეთ საზღვრებთან სიტუაცია სრულ კონტროლზე აიყვანოს, რუსეთს შეუძლია, საქართველოს ისეთი რამ შესთავაზოს, რაზეც საქართველო უარს ვერ იტყვის.
ანდა, შეუძლია, არც შესთავაზოს...”.
2017 წლის 6 ივლისი
საქართველო, თბილისი