უცხოეთი
საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. სი ცზინპინის ვიზიტის ფარგლებში, მოსკოვში არსებული რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი (РФПИ) და რუსულ-ჩინური ინვესტიციების ფონდი (РКИФ) ხელმოსაწერად ამზადებენ 12 მილიარდ დოლარიან კონტრაქტს, - განაცხადა ფონდის პრესსამსახურმა.
ფონდის ცნობებით, დოკუმენტები განაპირობებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ფინანსურ, E-Commerce-სა და ტურიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ნაციონალურ ვალუტის საინვესტიციო მექანიზმების განვითარების სფეროებში.
გარდა ამისა საკითხი შეეხება საკვები პროდუქტების მიწოდებასაც.