უცხოეთი
სააკაშვილი დაპირდა უკრაინის წართმევას პოროშენკოსა და ავაკოვს

   საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართველები „წაართმევენ უკრაინას“ ქვეყნის პრეზიდენტ, პეტრე პოროშენკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თავმჯდომარეს, არსენ ავაკოვს. რის შესახებაც, 3 ივლისს, მან საკუთარ Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 

“თქვენს ღრმულს ჩვენ ჩავხერგავთ, ხოლო უკრაინას პოროშენკოს, გროისმანსა და ავაკოვს წავართმევთ. ყველაფერს უბრალო, ნაწამებ უკრაინელებს დავუბრუნებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

ამავე დღეს, უმაღლესი რადის დეპუტატმა, ევგენი დეიდეიმ ხაზი გაუსვა, რომ „ქართველები არ უნდა მართავდნენ უკრაინას“. „თქვენთვის ცნობილია, როგორ ვებრძოდით ქართულ მაფიას ოდესაში“... ახლა, როდესაც ჩვენ შევძელით მათი იქიდან გაძევება, ეს აშკარად სამაგიეროს გადახდას ჰგავს. ასე არ უნდა ხდებოდეს“, - ციტირებს „უკრაინული სიმართლე“ 

ოდესის ოლქის გუბერნატორი, სააკაშვილი, 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე, იმყოფება კიევის ხელისუფლების ოპოზიციაში. იანვარში, მან დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი კორუფციასა და ცრუ განცხადებებში.