საზოგადოება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მარტოხელა ხანდაზმულ მოქალაქეებზე სპეციალური მობილური ჯგუფი იზრუნებს

   საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ჯგუფში ექიმები, სტილისტები და ტექნიკური მუშაკები შედიან, რომლებიც ხანდაზმულ ბენეფიციარებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, ჰიგიენურ ნორმებზე იზრუნებენ და საცხოვრებელ გარემოს მოუწესრიგებენ. მობილური ჯგუფი, რომელიც სპეციალური ავტომობილით და საჭირო ინვენტარით გადაადგილდება, მოხალისეებისგან შედგება. „ხანდაზმულებზე მზრუნველები“ დღეს პირველად სოფელ ხეცერაში მცხოვრებ 78 წლის ქალბატონს ესტუმრნენ, მოხალისეები ამჯერად საჯარო მოხელეები იყვნენ. პროექტს ზუგდიდის გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს, 2018 წლიდან კი მის განხორციელებას დამოუკიდებლად გეგმავს.