სამართალი
საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდადებისა და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული და მაღალპროფესიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს
თანამშრომლებს ახალი დირექტორი - პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ სირაძე
წარუდგინა.
შს მინისტრმა ნიკოლოზ სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მასთან
სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები
მისცა.
ნიკოლოზ სირაძეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი
გამოცდილება აქვს.