საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამერიკელი სენატორებისა და დიპლომატების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ისინი მმართველ გუნდს პოლიტიკური პლურალიზმისკენ მოუწოდებენ.
პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი კონკურენცია, თუმცა, არა 2020 წელს. ვოლსკის თქმით, დღეს „მწვავე დაპირისპირების მახინჯი სენის დასრულების“ პერსპექტივა არ არსებობს.
„24 წელს სასურველიც არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს დაპირისპირების მიუხედავად, ჯანსაღი კონკურენციის ატმოსფეროს შექმნა, რათა საზოგადოებაშიც ეს მწვავე დაპირისპირების მახინჯი სენი როგორმე ჩავაბაროთ წარსულს, მაგრამ არა 2020 წლისთვის. ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ. მათი მოწოდება კოჰაბიტაციისკენ არის ძალიან გასაგები, როგორც ადრე იყო, მაგრამ შეუძლებელი“, - ამბობს გია ვოლსკი.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებლობა ქართულ მხარეს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შემდეგ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა შეახსენეს.