აქტუალური
“კანონიერი ქურდის” შვილი, სააკაშვილის თაყვანისმცემელი - მეგი გოცირიძე (ასლამაზოვა) პარიზში ქურდობისთვის დააკავეს”

   საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. 2004 წელს პარიზში  მეგი გოცირიძე სამართალდამცავებმა ქურდობისთვის დააკავეს.

ის მაშინ დეპუტატი იყო და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წერილის ავტორის ჯაბა ხუბუას განმარტებით, ერთ-ერთი მაღაზიიდან გოცირიძემ ტანსაცმელი მოიპარა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ საქმეში დიპლომატია ჩართო. დეპუტატმა ციხეს თავი ჯარიმის გადახდით დააღწია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მომხდარი ფაქტი არ გაუხმაურებია. ამასთან, ჯაბა ხუბუა ინფორმატორზე დაყრდნობით მეგი გოცირიძის მამის შესახებაც წერს და აცხადებს, რომ გოცირიძის ნამდვილი გვარია ასლამაზოვა და მისი მამა “კანონიერი ქურდი” იყო.