აქტუალური
თბილისში უცხო ქვეყნის ორმა არაბმა მოქალაქემ 5 მოზარდი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, ძალისხმევით გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს

   საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. “იმედის დილის“ ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, თბილისის მჭიდროდ დასახლებულ რაიონში - ვარკეთილში ორმა არაბმა მოქალაქემ 5 მოზარდი ბიჭი სახლში მოტყუებით შეიყვანეს, იძალადეს, ლოგინებზე დააწვინეს, გააშიშვლეს, ფეხები ააწევინეს და ფოტოები გადაუღეს. (ვიდეო იხ. აქ).

ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც არასრულწლოვნებმა მშობლებს მომხდარის შესახებ უამბეს.

აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. უკანასკნელი ცნობების თანახმად, ორივე მანიაკი დააკავეს. მომხდარმა ფაქტმა განარისხა მაცხოვრებლები, რომლებიც პედოფილების უმკაცრესი სასჯელით დასჯას ითხოვენ.