უცხოეთი
სი ცზინპინი, მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

   საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. კორეის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე, სი ცზინპინი, ოფიციალური ვიზიტით ეწვია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ვნუკოვოს აეროპორტში, ორშაბათს ჩაფრინდა.
სი ცზინპინს, აეროპორტში შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ მორგულოვი, ჩინეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი დენისოვი და რუსეთში ჩინეთის ელჩი, ლი ჰუეი.

ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარემ, ვიზიტის ფარგლებში დარწმუნებით თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი აუცილებლად მიაღწევენ რამდენიმე ახალ შეთანხმებას.
„ველოდები, აზრთა საფუძვლიან მიმოცვლას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან, ორმხრვი ურთიერთობების გაღრმავების მიზნითა და ასევე, მრავამხრივი თანამშრომლობის დამყარებით“, - განაცხადა სი ცზინპინმა.