პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება

   საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი.  კალაძე თბილისის მერის პოსტზე მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" წარადგინა. მის წარდგენას მთაწმინდის პარკში პარტიის აქტივისტები და წევრები დაესწრნენ. კალაძის ლოზუნგი იქნება "ჩემი ოცნების თბილისი".

"ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით, როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად. ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ! თბილისი გაიმარჯვებს", – განაცხადა კალაძემ.
 მინისტრის თქმით, მისი პროგრამა თბილისელებზე იქნება ორიენტირებული.

"ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ვიმუშაოთ როგორც ქალაქისთვის, ისე პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის", – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" გამარჯვება გახდება სოციალური ფონისა და ეკოლოგიის, ავტომო ბილების გადაადგილების, პარკინგის მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ქაოტური მშენებლობის დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და კონსერვაცია.

"ჩვენი მიზანია თბილისი ვაქციოთ თანამედროვე ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში", – განაცხადა კალაძემ.
ამჟამად თბილისის მერია დავით ნარმანია. საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით მის მუშაობას თბილისელები უარყოფითად აფასებენ.
უკვე ცნობილია, რომ კალაძის კონკურენტები მერის თანამდებობაზე იქნებიან ელენე ხოშტარია პარტიიდან "ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" და ზაალ უდუმაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ადგილობრივი არჩევნები საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება.