პოლიტიკა
საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. მეწარმეები საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზების, მომსახურების ან რეკლამირების შემთხვევებში ვალდებული არიან, ფასი ეროვნულ ვალუტაში მიუთითონ.
შესწორებები კანონებში "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" და "რეკლამის შესახებ" 1 ივლისიდან ამოქმედდა. აქამდე ფასები, მაგალითად ავტომობილის, უძრავი ქონების და სხვა, მითითებული იყო აშშ დოლარში და ანგარიშსწორებაც ასევე უცხოურ ვალუტაში მიმდინარეობდა.
ახალი წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ჯერზე დამრღვევს გააფრთხილებენ, შემდეგ კი 1 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმებენ. თუ დარღვევა კიდევ გამეორდება, ჯარიმის ოდენობა უკვე 5 ათას ლარამდე გაიზრდება. ეს აკრძალვა ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებისკენ მიმართული მთავრობის პროგრამის ფარგლებში მიიღეს.