საზოგადოება
ხანძარი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

   საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ე.წ.  ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. საქმეს ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო იძიებს.

მომხდარზე სამართალდამცველებმა ხანძრის ლოკალიზებიდან მალევე რამდენიმე პირი გამოჰკითხეს, მათ შორის ელიავას ბაზრის ერთ-ერთი მეწილე გია ანდრიაძე. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს და დაკავებული არავინაა.

„ტერიტორიები დაზღვეული იყო. პასუხისმგებლობის საკითხს რაც შეეხება, ექსპერტიზის დასკვნა როგორც კი გახდება ცნობილი, შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ. პასუხისმგებლობაზე ნამდვილად ვერ გეტყვით. ადმინისტრაციის მხრიდან ყველა მოთხოვნა აბსოლუტურად დაცული იყო. ვიყავი პოლიციაში, მიმდინარეობს დაკითხვა, მოვაჭრეების აზრიც იციან, მაგრამ საბოლოოდ მაინც ექსპერტიზა გადაწყვეტს. არ არის ისეთი რთული შენობა, რომ ვერ დაადგინონ. დადგინდება, სავარაუდოდ, გამომწვევი მიზეზები. კომპენსაციებს რაც შეეხება, ესეც გადაწყდება, სავარაუდოდ, დასკვნიდან გამომდინარე“, - განაცხადა გია ანდრიაძემ.