აქტუალური
კლიმატური ცვლილებები საქართველოში, სინოპტიკოსები პროგნოზირებენ მაღალი ტემპერატურას

   საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი.  სინოპტიკოსები საქართველოში სიცხეს პროგნოზირებენ — ჰაერის ტემპერატურა კვირას და ორშაბათს დასავლეთ საქართველოში +38, აღმოსავლეთ საქართველოში კი +40 გრადუსი იქნება.

2-3 ივლისს ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2005 წელს დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოში მარტვილში — 42 გრადუსი,  აღმოსავლეთ საქართველოში 1991 წელს გარდაბანში — 38,5 გრადუსი, ხოლო თბილისში 1991 წელს  — 36,5 გრადუსი“, — აღნიშნავენ  გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რაც შეეხება დეტალურ ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში კვირას უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრი იქნება, დაბლობში +34-39 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში 28-33 გრადუსი სითბო ფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება. დაბლობში 32-37 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში კი 23-28 გრადუსი იქნება.

ორშაბათს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.  დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 22-27 გრადუსი სითბო, დღისით 35-40 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 11-16 გრადუსი, დღისით — 30-35 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 34-39 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში ღამით 10-15, დღისით — 20-25 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით +21, დღისით — 37 გრადუსი სითბო.