საზოგადოება
საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოდან იმპორტირებული მთელი რიგი პროდუქტების მოხმარებისგან (დოკუმენტი იხ. აქ). მათ შორის მოხვდა მთელ მსოფლიოში განთქმული ქართული სანელებლები, რომელთა გარეშე არცერთი ქართული კერძი არ მზადდება.
როგორც დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, ჩამოთვლილი პროდუქტები “ტყვიის სახიფათო დოზას” შეიცავს. გარდა ამისა, მითითებულია სამედიცინო დახმარების ნომერი, სადაც ამ პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევაში უნდა დარეკონ.
თბილისში ამ ინფორმაციას უარყოფენ და არგუმენტად იშველიებენ, რომ ქართული სანელებლების ექსპორტი აშშ-ში არ შეწყვეტილა, მაგრამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური უარყოფა ჯერ არ გაუკეთებია.