აქტუალური
გერმანიის პარლამენტმა ერთსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა

   საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. გერმანიის პარლამენტმა ერთსქესიანი წყვილების ქორწინება დააკანონა. შესაბამისი კანონი ბუნდესტაგმა 393 ხმით მიიღო, წინააღმდეგი 226 დეპუტატი წავიდა. აქამდე ასეთ წყვილებს გერმანიაში მხოლოდ სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმების უფლება ჰქონდათ.

ახალი კანონი ერთსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის უფლებასაც აძლევს. ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ მისცა ხმა ანგელა მერკელმა. გერმანიის კანცლერმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ქორწინებად ის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს აღიარებს.